23:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 22:39:12, 633 ნახვა

რეგიონი
რეგიონებში შინმოვლის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

სენაკში, ზუგდიდსა და ფოთში გამართული შეხვედრების მონაწილეები პროგრამის მიმდინარეობას, განვითარების პერსპექტივებს და დაბერების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

შეხვედრებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის  წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ახალგაზრდები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

"ამგვარი შეხვედრებით მუნიციპალიტეტებსა და დაინტერესებულ პირებს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსებობს გამოსავალი ზრუნვის საჭიროების მქონე პირთათვის - ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, ვინც სიბერისა თუ ავადმყოფობის გამო დაუძლურებულია და საკუთარ თავს ვერ უვლის. აღნიშნული პრობლემა მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობის 8%-ს. ჩვენ დასავლეთის ქვეყნებში ვისწავლეთ და საქართველოში განვახორციელეთ შინმოვლის პილოტური პროექტები. ეს არის იაფი და ეფექტური მომსახურება, რომლის მეთოდოლოგია შემუშავებულია და მზად არის დასანერგად ქვეყნის მასშტაბით. შინმოვლის დანერგვით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები მიიღებენ მათთვის საჭირო მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. შინმოვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობს საჭიროების გადაქცევას მოთხოვნად, რაც პროგრამის დანერგვის წინაპირობაა," - განაცხადა შინმოვლის კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ.

პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის "Bread for the World" დაფინანსებით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics