15:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 15:49:50, 747 ნახვა

სამართალი
სარფსა და ვალეში საბაჟო კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ , 19 მარტს ნარკოტიკული ნივთიერება  მარიხუანას უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა.

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანა ირანის მოქალაქე ჰ.ნ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის  დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას.

მათივე ცნობით, 22 მარტს „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.

" ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს  მოქალაქე ი.მ.-ის ბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებას.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 23 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მედიკამენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics