03:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 11:19:51, 598 ნახვა

სამართალი
შშმ პირს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, ის რამდენჯერმე გააუპატიურა" - დაკავებულია 1 კაცი

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავეს. მას 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics