12:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 14:53:16, 591 ნახვა

სამართალი
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმეს

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის გადაკეტვის საბაბით 5 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

14 ოქტომბერს ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და გაესაუბრა აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით მან X-ზე რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა:

„მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – თქვა მან.

15 ოქტომბერს „ოცნების“ მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის“ გამო, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. ამავე დღეს ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.

დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებას თავად ელინა ვალტონენი გამოეხმაურა და კობახიძე ფინეთში მიიწვია, რათა შეხვდეს თავისუფალ მედიას და დააკავრიდეს მისთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.

„P.S. ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია”, – დაწერა X-ზე ელინა ვალტონენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics