2025-10-11 16:35:56, 1881 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - - ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები
ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.
„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,