03:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 15:47:34, 1142 ნახვა

სამართალი
შიგნით არ შეჭრილა, ეზოსთან იდგა - დაკავებისას სპეცრაზმელმა სახეში დაარტყა - ადვოკატი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ამირან დოლიშვილის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორბელიანების სასახლის ეზოსთან იმყოფებოდა და შიგნით არ შეჭრილა. ის ასევე ამბობს, რომ სპეცრაზმელმა დაკავების დროს დოლიშვილზე ფიზიკურად იძალადა.

"ჩემი ინფორმაციით, ის შიგნით არ შეჭრილა. ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ეზოს შესასვლელთან.

ამირანი თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. იმ დროს სახლში მხოლოდ მისი არასრულწლოვანი, 12 წლის ძმა იმყოფებოდა. დაკავების დროს, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სახეში საკმაოდ მძიმედ დაარტყა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მხოლოდ მისი ტელეფონია ამოღებული და სხვა დანარჩენს ვერ გეტყვით. მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არ ვიცი, რა ქმედებას შეიძლება ედავებოდნენ". - ამბობს ადვოკატი.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 46 პირია დაკავებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics