13:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 10:55:41, 1095 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი “პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. ღონისძიება 13 ოქტომბერს ჩატარდება და მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:

  • როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;
  • როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;
  • რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;
  • როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;
  • როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;
  • რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics