2016-03-23 15:27:03, 644 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს.
ელისაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გამოეხმაურა.
ელისაშვიმა ყურადღება 3 გარემოებაზე გაამახვილა.
მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება პროკურატურის მტკიცება იმის შესახებ, რომ აპრილამდე ეკავა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.
დეპუტატი პროკურატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმის დამალვასა და ტელეფონის ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს. ის დამატებითი კვლევისთვის აპარატის საზღვარგარეთ გაგზავნას გეგმავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან