02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 03:16:00, 2097 ნახვა

კომენტარი
ტრამპი - სრულ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული

„სრულ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.“ -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა,

 ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს. ორივე პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან, ის ჩემი დიდი მეგობარია. ჩვენ გვაქვს შანსი, მოვაგვაროთ უკრაინაში არსებული სიტუაცია და ამისთვის მადლობას ვუხდი პუტინს და მის გუნდს.“

ერთობლივი პრესკონფერენციის ბოლოს ტრამპმა პუტინს მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ მალე ისევ შეხვდებოდნენ, რაზეც პუტინმა უპასუხა: "შემდეგ ჯერზე, იქნებ, მოსკოვში?", რაზეც ტრამპის პასუხი იყო, რომ ამის დაშვება შესაძლებელია. 
ვლადიმირ პუტინის განცხადებები მეტწილად, ცინიკური იყო, მან უკრაინას "მოძმე ერი" უწოდა აღნიშნა, რომ რუსეთს შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება სურს. 
როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვერაფერზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ტრამპის პრესკონფერენცია დასრულდა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ვერც ომის დასრულებაზე და ვერც დროებით  ზავზე ვერ შეთანხმდნენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics