18:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 23:06:17, 772 ნახვა

სამართალი
ელისაშვილი: პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან

"პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, ე.წ კოკაინის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნასთან დაკავშირებით "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, მაშინ ის კონკრეტულ სახელს და გვარს დაასახელებს.

"მე სიტყვასიტყვით ჩავუწერე ჩვენებაში, რომ თუ დავრწმუნდებოდი, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს ყველაფერს ვიტყოდი. თუ შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია პარლამენტში, მე თავისუფალ დემოკრატებს მსურს მივმართო, რომ ეს საკითხი დასვან, მაშინ იქ სახელს და გვარს დავასახელებ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს, რომ მე პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ახლა დავიწყე და ეს არის ჩემი ღირსების საქმე. პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან." - განაცხადა ელისაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics