02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 10:04:37, 1573 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.

„დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics