2016-03-17 21:55:27, 666 ნახვა
სამართალი
ბრიტანეთი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია
ბრიტანეთი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა სამიტზე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმებას, თუმცა წინააღმდეგია უვიზო რეჟიმის დაწესების.
დევიდ კემერონმა სამიტზე ევროკავშირში ბრიტანეთის განსაკუთრებულ სტატუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თავად აკონტროლებს ქვეყნის საზღვრებს და ამიტომ, ის ვალდებული არ არის თურქეთის მოთხოვნა, სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, დააკმაყოფილოს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან