2016-03-17 11:33:42, 660 ნახვა
სამართალი
ინგა გრიგოლია პროკურატურაში დაიბარეს
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო ორგანოში 12 საათზე მივა.
დაკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეო მასალას უკავშირდება, სადაც ჟურნალისტის გვარიც არის ნახსენები.
მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტთან კითხვები შესაძლოა იმ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდეთ, რომელიც მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, ის პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან