2016-03-16 23:00:17, 702 ნახვა
სამართალი
აუდიტორია 115 პროტესტს წყვეტს, სტუდენტები უნივერსიტეტის შენობას ტოვებენ
აუდიტორია 115 პროტესტს წყვეტს. ამ წუთებში სტუდენტები უნივერსიტეტის შენობას ტოვებენ.
ისინი უნივერსიტეტში ოდეერების საქმის გამოძიებას ითხოვდნენ და ასევე აპროტესტებდნენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დაყენებას კანცლერის პოსტზე.
ცნობისთვის, დღეს მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში დაძაბული ვითარება იყო. თვითმმართველობის წევრებმა ლადო პაპავას გადადგომისთვის ვადა 23:00 საატამდე მისცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან