|
2016-03-16 16:45:03, 652 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და უკანონო ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი უწყებაში სულ ცოტა ხნის წინ მივიდა. მასთან ერთად საგამოძიებო უწყებაში იმყოფება ადვოკატიც. სავარაუდოდ, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება-შენახვის საქმეს. თუმცა, რა შეკითხვები აქვთ ვასილ ჯამალაშვილთან, კონკრეტულად, გამომძიებლებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილმა გუშინ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ აქვს. მეტიც, როგორც ის ამტკიცებს, მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ვინაიდან მასთან რთული ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, მამამისს სხვა ოჯახი ჰყავს და მამა-შვილს ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ვასილ ჯამალაშვილს ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. პროკურორის თქმით, ჯერჯერობით ეს არ იკვეთება. ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილის მამას ზურაბ ჯამალაშვილს სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შეგახსენებთ, ჯამალაშვილი 15 მარტს 157-ე მუხლით დააკავეს, რაც პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას გულისხმობს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)