2016-03-16 14:06:25, 680 ნახვა
სამართალი
ჯარისკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ახალგაზრდა ქალი დააკავეს
ჯარისკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, შემთხვევა გორში 7 მარტს მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან