02:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 13:24:48, 628 ნახვა

სამართალი
გაჩეჩილაძეების ადვოკატი: კოტე გოგელია და ბაჩო კიკაბიძე ცდილობენ,

ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. სასამართლო განხილვების პარალელურად, არხი კვლავ ეთერშია, თუმცა ლოგოს გარეშე.

"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, ლოგოს მოხსნა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების შედეგია, რომლის მიხედვით, ლოგოს და სახელწოდების გამოყენება შპს ტელეკომპანია "მაესტროს" აეკრძალა.

როგორც ბაია გადაბაძემ განმარტა, კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში ლოგოს გამოყენება იმ კომპანიასაც უნდა აეკრძალოს, რომელსაც მფლობელმა ლოგო დროებით სარგებლობაში გადასცა.

„ლოგო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მოხსნილი, იმიტომ, რომ თუკი ლოგოს გამოყენების უფლება მის მფლობელს არ აქვს, ლევან გაჩეჩილაძეს და ნებისმიერ სხვას არ აქვს მისი გამოყენების უფლება. იქ დაკონკრეტებულია, რომ მის მფლობელს აქვს უფლება მეორე და მესამე პირს მისი გამოყენება აუკრძალოს“,- განაცხადა ბაია გადაბაძემ

აღსანიშნავია, რომ "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ლოგოს ეკრანიდან მოხსნას აპროტესტებს. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა ლოგოს მოხსნა კანონის დარღვევაა.

"ლოგოს გამოყენება ბაჩო კიკაბიძის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიას აეკრძალა. ეს მოხდა "სტუდია მაესტროს" მიმართვის საფუძველზე. ნონსენსია სასამართლომ ლოგოს გამოყენება იმას აუკრძალოს, ვინც მას მიმართავს. "მაესტრო" მაუწყებლობას თავის ლოგოთი უნდა აგრძელებდეს. კოტე გოგელია, ბაჩო კიკაბიძე და სავარაუდოდ მამუკა ღლონტიც ცდილობენ, რომ "მაესტროს" გადაუკეტონ შემოსავლის წყარო", - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics