17:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:50:07, 681 ნახვა

სამართალი
ვიცე-პრემიერი: ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შსს-დან გაიტანეს

„ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე აქვთ შსს-დან გატანილი ან თავიდანვე უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით,  ეს ადამიანები სამწუხაროდ ამ ჩანაწერებს შანტაჟისთვის იყენებენ.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი შანტაჟი და ამგვარი კადრების გავრცელება მისთვის პიროვნულად მიუღებელია.

„ინფორმაცია, რომ კუდი-ს ყოფილი თანამშრომილი არის დაკავებული თქვენგან გავიგე. ამ კადრების გავრცელება არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მთავრობისთვის არის მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულით არის დაკავებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე,  ფიქრობს თუ არა მინისტრი, რომ ეს კადრები 2012 წლამდე არის გადაღებული? მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ის ამაში დარწმუნებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics