11:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 20:27:25, 1011 ნახვა

სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე - ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას, რადგან ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს

რონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს , - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგრამ, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს.

“ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არც ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.

ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ესეც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც ავიტანთ, დაველოდებით, უბრალოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი და რაღაც მაინც წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სოლიდარულია. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ, ადამიანებმა როგორც დაინახეს ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის საზოგადოების მშენებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს.

იმ პირობებში, როცა პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ დაამატა, ხომ შეიძლება, გამომძიებელი მოსულიყო, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა ჩვენთვის. ჩემთან პირადად არავინ მოსულა და იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ? იმ პირობებში როცა საქმეს არაფერი ემატება, წესით ხომ უნდა მოსულიყო გამომძიებელი?” , - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics