2016-03-11 18:50:13, 753 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მერია: N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება
12 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირზე N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე გადაიკეტება.
მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან