|
2016-03-11 12:46:53, 706 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ქართულ ევროპულ სახელმწიფოში, ყველაზე მაღალი გარანტიებით იქნება დაცული აფხაზური, ოსური ენები და კულტურა
"ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ურთიერთობაში არ გვექნება და არ გვაქვს გადაულახავი პრობლემები. მთავარია, აღვადგინოთ ნდობა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველი ტყვეების სანაცვლოდ, აფხაზური მხარისთვის ოთხი პატიმრის გადაცემას, რომლებიც გორის ტერქტში იყვნენ ბრალდებულები. წულუკიანის თქმით, ქართული ევროპული სახელმწიფო არის ის სახელწმიფო, სადაც ყველაზე მეტად, ყველაზე კარგად, მაღალი გარანტიებით იქნება დაცული აფხაზური, ოსური ენები და კულტურა: "ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ურთიერთობაში არ გვექნება და არ გვაქვს გადაულახავი პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, აღვადგინოთ ნდობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ტერიტორიულად საქართველო ვერ გამთლიანდება, თუკი ჩვენ თავად აფხაზი ჩვენი დები ძმები არ დავიბრუნეთ. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ ადამიანებთან და შემდეგ ვიზრუნოთ უკვე ამ ადამიანებთან ერთად, რომ ერთიან საქართველოში და ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, რადგან ქართული ევროპული სახელმწიფო არის ის სახელწმიფო, სადაც ყველაზე მეტად, ყველაზე კარგად, მაღალი გარანტიებით იქნება დაცული აფხაზური, ოსური ენები და კულტურა", - განაცადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)