19:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 16:37:26, 568 ნახვა

საზოგადოება
პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება, ემატება QR კოდი

2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები.

კერძოდ, „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად:

მოწმობა უნდა შეიცავდეს (გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად).

ა) სახელს;

ბ) გვარს;

გ) სქესს;

დ) მოქალაქეობას;

ე) დაბადების თარიღს;

ვ) დაბადების ადგილს;

ზ) პირად ნომერს;

თ) ფოტოსურათს;

ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;

კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;

მ) მოწმობის მოქმედების ვადას;

ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;

ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;

პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);

ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.

ბრძანებს თანახმად, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ „ნ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით.

უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics