12:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:30:45, 742 ნახვა

სამართალი
ვლადიმერ მასურაშვილის დედამ ბესელიას და კობახიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს ვლადიმერ მასურაშვილის დედა კორუფციაში ბრალს სდებს. ნინო ბურჯანაძის კორტეჟის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი გამოძების დაწყებას ითხოვს.

მათი ინფორმაციით, ოფიცრის პოლიტმატიმართა სიაში შეყვანა ქრთამის სანაცვლოდ მოხდა.

„აქ იყო დიდი ფული აღებული, რადგან მკვლელის გამოშვების არანაირი მიზეზი არ იყო ამ მუხლით. მკვლელი პოლიტპატიმარი არ იყო, მან მოკლა ჩემი შვილი. როგორ შეიძლება მკვლელი გააერთიანო მომიტინგესთან, ის იყო მკვლელი,“ - აცხადებს ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზაურაშვილი.

განცხადება ვლადიმერ მასურაშვილის დედამ პროკურატურაში დღეს შეიტანა.

"ქალბატონ ანას აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ბესელიამ და კობახიძემ მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ქრთამი აიღეს. დღეს სწორედ ამას ეხება ჩვენი საჩივარი. პროკურატურა ვალდებულია დაინტერესდეს ქალბატონი ანას ფაქტებით და კობახიძე და ბესელია დაკითხოს. დადასტურების შემთხვევაში პასუხისგებაში მისცეს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველტა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ მასურაშვილს 2011 წლის  26 მაისს ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მანქანა შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარში დამნაშავედ 1 პირი ალექსანდრე ბიბილური ცნეს, რომელსაც 8 წლით და 6 თვით თავისუფების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მან გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით საყოველთაო ამინისტიის შედეგად წელიწადნახევარში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics