09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 21:09:27, 389 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის შესახებ განცხადებას აკეთებს

მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და სიტუაციაზე რეაგირებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა „ვივა მედში“ ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ.  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და  რეაგირებას კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.

ასევე, როგორც აპარატისთვის არის  ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის კლინიკაში მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხსაც შეისწავლის.

ამასთან,  საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წარსულში სახალხო დამცველი პერიოდულად სწავლობდა პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების მომართვებს  და განხორციელებული რეაგირებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე ატყობინებდა განმცხადებლებს.“ -წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics