13:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 14:31:25, 661 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინისთვის NATO-ს წევრობას არ გამორიცხავს - თეთრი სახლის წარმომადგენლი

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოლმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის NATO-ს პოტენციურ წევრობას ან მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლამდელ საზღვრებში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.

"ამჟამად ეს მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება" - უპასუხა კოლმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას და დაამატა, რომ უკრაინის 2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნებაც მაგიდაზე რჩება.

12 თებერვალს ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".

მან ასევე დაამატა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი", რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics