07:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 22:13:54, 837 ნახვა

სამართალი
პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ადვოკატი: ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი

''ეს არის ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი'' - ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ადვოკატმა, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მექვაბრიშვილი [ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი] პეტრიაშვილის არ იცნობდა და მათ შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით.

''შეიძლება ორ ადამიანს შორის ქუჩაში მოხდეს ასეთი შელაპარაკება. მეტს ვერაფერს გეტყვით. არ არის არც პოლიტიკური და არც რამე სხვა მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. როგორც ვიცი, მანამდე რაღაც პატარა ყოფილია. ნუ გამაკეთებინებთ არასწორ კომენტარს, არასწორ ინფორმაციას ნუ მომაწოდებინებთ, სანამ კარგად არ გავივლით ყველაფერს. პეტრიაშვილის არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება", - განაცხადა ადვოკატმა, მარინა ფილაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics