00:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 11:43:47, 350 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის 65-ე დღე - თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსებული

თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს! - ამ შინაარსით დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად დღეს თბილისში ფართომასშტაბიანი აქციებია ჩანიშნული. დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები, მხარდამჭერებთან ერთად, მსვლელობას საღამოს 7 საათზე დაიწყებენ.

საპროტესტო მარში სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება. ხალხი მარჯანიშვილის მოედანზე , პირველი არხის შენობასთან და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბება. საბოლოო გაჩერება კი, ტრადიციულად, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია იქნება.

ჩვენი მარშრუტია ციხე, სასამართლო, აქცია. ჩვენ ერთმანეთის შვილების სასამართლოებზე დავდივართ. დღეს სამი ლოკაციაა და ჩვენ გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივ არხთან მისვლა, რახან სხვა სენტიმენტები გვაქვს ამ არხთან დაკავშირებით. დღეს პირველი საზრუნავი მზია გვყავს. მზიამ არ გაითვალისწინა არც ოჯახის წევრების, არც თქვენი კოლეგების თხოვნა, იქნებ ჩვენი, ტყვეების მშობლების თხოვნა გაითვალისწინოს. გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ყველა ერთად, - ამბობს აქციის მონაწილე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics