06:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 18:55:34, 1645 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას $500 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის $500 მილიონის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. პაკეტი გადაეცემა საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ის მარაგებიდან სწრაფად იქნება მიწოდებული.

ახალი პაკეტი მოიცავს:

    •    AIM-7, RIM-7 და AIM-9M ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს,

    •    “ჰაერი-მიწის” საბრძოლო მასალას,

    •    F-16-ებისთვის დამხმარე აღჭურვილობას,

    •    ჯავშნიან ხიდების გამდებ სისტემებს,

    •    უსაფრთხო კავშირგაბმულობის საშუალებებს,

    •    ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას,

    •    სათადარიგო ნაწილებსა და ტრანსპორტირებას.

Bloomberg-ის ცნობით, ამ პაკეტით აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან გაწეული დახმარების საერთო ღირებულება $65 მილიარდს მიაღწევს.

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებულ ტემპში მიწოდებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ, განაცხადა, რომ აშშ გაგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღემდე.

მანამდე, დეკემბერში, აშშ-მა უკრაინას დამატებით $2.5 მილიარდი და $1.225 მილიარდის დახმარების პაკეტები გადასცა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics