14:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 15:16:23, 951 ნახვა

კომენტარი
პაატა მანჯგალაძე - შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას

"ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას. 

 შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას, ფიქრობ, სწორისა და არასწორის გარკვევა შენი საქმე არ არის და თავს იმით იმშვიდებ - შენ თუ არ ითანამშრომლებდი ბოროტებასთან, სხვა მაინც გააკეთებდა ამას. 

 ასე იწყება ბევრი კარგი მოქალაქის თანაზიარება ბოროტებასთან. სწორედ ეს დილემა აქვს დღეს ბევრ ჩვენს ნაცნობსა და მეგობარს. 

 დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა?  

სწორედ ამიტომ არიან რუსთაველზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი პროტესტანტები ჩვენი დროის გმირები, რადგან მათაც ეშინოდათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ეს შიში დაძლიეს!  

გილოცავთ ქრისტეს შობას! აუცილებლად გავიმარჯვებთ! " - პაატა მანჯგალაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics