03:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:52:00, 575 ნახვა

სამართალი
სგპ „ყაზბეგზე“ ლეკვების კანონდარღვევით შემოყვანის ფაქტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ სხვადასხვა ჯიშის ლეკვების კანონდარღვევით შემოყვანის ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის მოქალაქე ო.ლ. შემოვიდა, რომელმაც დეკლარაციაში დააფიქსირა 15 ძაღლი, თუმცა ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას კიდე 16 არადეკლარირებული ლეკვი აღმოაჩინეს.

„პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე ო.ლ., რომელმაც დეკლარაციაში დააფიქსირა 15 ძაღლი. ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა კიდევ 16 არადეკლარირებული ლეკვი, კერძოდ: ჩიხუახუას ჯიშის ერთი ლეკვი, იორკშირული ტერიერის ჯიშის 12 ლეკვი და მალტეზას ჯიშის 3 ლეკვი აღმოაჩინეს. ლეკვების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 12252,721 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უკრაინის მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12252,721 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics