02:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:20:52, 819 ნახვა

სამართალი
ძიძას, რომელმაც მოსკოვში ბავშვს თავი მოაჭრა ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა

მოსკოვში 4 წლის გოგონას მკლელობაში ბრალდებული ძიძა დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, გულჩეხრა ბობოკულოვამ აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, მოკლული ბავშვის სახლში ბრალდებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

პირველადი შედეგებით დადგინდა, რომ ბავშვის მკვლელობის მიზეზი ძიძის ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ქმართან კონფლიქტის შედეგად წარმოიშვა. მშობლების თქმით, ძიძა 1 წლის განმავლობაში მუშაობდა ოჯახში და მასთან პრეტენზიები არასდროს ჰქონიათ, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრალდებულს ქმართან პრობლემები ჰქონდა და საკმაოდ გაღიზიანებული იყო.

შეგახსენებთ, გუშინ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სახანძრომ, ცეცხლის ჩაქრობისას, ერთ-ერთ ბინაში ბავშვის ცხედარი იპოვა, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი.

მალევე სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოკვეთილი თავი ეჭირა. ქალი მეტროში, ალაჰ აკბარს ყვიროდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

სამართალდამცველებმა ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics