05:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 15:39:39, 588 ნახვა

სამართალი
აბაშიშვილი: პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიონ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე უმოკლეს ვადებში გამოიძიონ.

აბაშიშივილის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკითხი, ვინაიდან ხაზი გადის იმაზე, თუ რამდენად არის თითოეული მოქალაქე დაცული ამ ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე იქნას უმოკლეს ვადებში გამოძიებული.  ეს არის პრინციპული საკითხი, ვინაიდან, აქ ხაზი რეალურად გადის რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქე დაცული. რამდენადაც სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული, რამდენადაც სწრაფად იქნებიან დამნაშავეები ნაპოვნი და დასჯილი, იმდენად თითოეულ მოქალაქეს კიდევ უფრო მეტი რწმენა ექნება ამ სახელმწიფოში დაცულობის. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში,  ბუნებრივია კითხის ნიშანი და დაუცველობის შეგრძნება  ღრმავდება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics