23:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 14:22:16, 688 ნახვა

სამართალი
ფინანსურმა პოლიციამ 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ბრალდებულები აპოლონ ჯანჯღავა და რატი ბურდულაძე სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის სახელის მოტყუებით გამოყენებით, ქალაქ რუსთავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით, სასურველი საფასურის დადგენის, აუქციონის ჩატარებისა და მასში გარანტირებული გამარჯვების სანაცვლოდ, თაღლითურად მოქალაქის კუთვნილ 7 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics