02:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 18:50:59, 414 ნახვა

ომი უკრაინაში
სიბიგა - რუსეთის სასტიკი მოპყრობა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ აბსოლუტური ბარბაროსობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, ზომები დაუყოვნებლივ მიიღოს.

როგორც სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, "რუსეთის სასტიკი მოპყრობა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და ჩვეულებების უხეში დარღვევაა".

"სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირი ხდება. გაეროს მონაცემებით, სამხედრო ტყვეების 95% წამებას განიცდის, მათ უარს ეუბნებიან ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მათთან წვდომას ზღუდავენ. 

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები - გასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჯალათებისა და მწამებლების დასაკავებლად; მოითხოვოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიკოსების წვდომა მათი დაპატიმრების ადგილებში, ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას",- წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კურსკის ოლქში რუსებმა 9 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics