02:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 18:44:40, 606 ნახვა

სამართალი
ტყიბულელი მეშახტეები ხელისუფლებას მიმართავენ

ტყიბულელი მეშახტეები ხელისუფლებას მიმართავენ:

''ტყიბულში გაფიცული დასაქმებულები მოვითხოვთ ტყიბულში მიმდინარე გაფიცვის პროცესში სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას კრიზისში შესული პროტესტის ნორმალიზებისთვის.
დღეს, ტყიბულში გაფიცვის პროცესის დაწყებიდან მე-10 დღეს, მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით. გაფიცვის მასშტაბების და სიმწვავის გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს.
სახელმწიფოსა და საწარმოს ჩარევისა და რეაგირების გარეშე გასული თითოეული დღე უფრო მეტად ამწვავებს ისედაც ჩიხში შესულ პროცესს და შესაძლოა არსებული უკმაყოფილება უკონტროლო პროცესში გადავიდეს. პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, დამდგარ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და საწარმოს, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივი პროცედურების ჭრილში განიხილავს და უგულვებელყოფს პროცესის სოციალურ  მნიშვნელობას. 
შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების და მუშათა მოთხოვნების დაუყოვნებლივი განხილვის მიზნით, ტყიბულის გაფიცული მუშები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებების პროცესის დაწყება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; 
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი;
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გაფიცულები ასევე ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას პროცესებში.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
დღეს დასახელებული თანამდებობის პირების მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ტყიბულში.  წინააღმდეგ შემთხვევაში საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე.'' - ნათქვამია მიმართვაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics