2016-02-22 18:50:50, 585 ნახვა
სამართალი
ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს
ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან