2016-02-22 15:28:22, 1283 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შეასრულებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ებანოიძე დაინიშნა. გიორგი ებანოიძე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა.
მამუკა ახვლედიანი ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც. ამ თანამდებობაზე მის მოვალეობას ეკა არეშიძე შეასრულებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან