15:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 12:27:11, 629 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი: დამატებითი საგამოძიებო სტრუქტურების შექმნის მომხრე არ ვარ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს  შექმნის მომხრე არ არის. ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში განუცხადა

"არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის იმიტომ, რომ ასე ძალიან შორს წავალთ. თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს?! მაშინ კომისარიატის კომისარიატი შევქმნათ და ა.შ.",-განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე ამწუთებში მსჯელობენ. კანონპროექტი  20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ის დამოუკდიებელი ორგანოს შექმნას გულისხმობს.  კომისია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულებს გამოიძიებს და  არც პროკურატურას და არც სამინისტროებს არ დაექვემდაბარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics