2016-02-20 17:10:04, 628 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია.
ხმის მიცემის პროცესში კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე მონაწილეობდა. 18 ბიულეტენი გაუქმდა, დანარჩენმა 213-მა მოსამართლემ კი, ხმა მეთოფიშვილის კანდიდატურას დაუჭირა.
მეთოფიშვილის კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან