14:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 14:19:36, 565 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა

მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება ყველა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები.

„მთავარ პროკურატურაში მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორისა და გამომძიებლის გადამზადების პროცესი დასრულდა.

ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. მომზადდა რეკომენდაცია და გამოკითხვის/დაკითხვის მეთოდოლოგია, რომელიც  პრატქიკაში კანონმდებლობის სწორ ინპლემენტაციას ისახავს მიზნად.

პროკურორთა და სისტემის გამომძიებელთა გადამზადების პირველი ეტაპი სამართლებრივ საკითხებს მოიცავდა. პროკურატურა ეტაპობრივად გეგმავს თანამშრომელთა ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში.

ასევე, საქართველოს პროკურატურაში გაიმართა  პირველი სამუშაო შეხვედრა პროკურატურის, სასამართლო და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ერთგვარი პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. აღნიშნული ფორმატით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოქმნილი სირთულეების დროულად იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.

ამასთან, პროკურორთა მონაწილეობით და სხვა უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, ამ მიმართულებით  ჩატარდება მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია. დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების  წარმატებით დანერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics