2016-02-20 09:23:03, 565 ნახვა
სამართალი
ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტმა ლევან მურუსიძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
პარლამენტის დადგენილების პროექტს, ლევან მურუსიძისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, საკანონმდებლო ორგანომ კენჭი გუშინ უყარა. მუსუსიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 78 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, არც ერთი არ ყოფილა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან