2016-02-19 15:35:36, 562 ნახვა
სამართალი
„მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს სხდომა 15 მარტამდე გადაიდო
„მაესტროს“ კრედიტორთა საბჭოს სხდომა გადაიდო. ლევან და გია გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას ეს მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და კრედიტორთა სხდომა გადადო.
ძმები გაჩეჩილაძეები დღეს საქალაქო სასამართლოში არ მისულან. ირაკლი კორძახიამ, როგორც გაჩეჩილაძეების წარმომადგენელმა კრების გადადება მოითხოვა, ვიდრე არ დარეგისტრირდება "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე.
კრედიტორტა საბჭოს შემდეგი კრება 15 მარტს ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან