12:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 13:50:32, 602 ნახვა

სამართალი
ეკა ბესელია პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობი სიის შესახებ - ეს ჩვეულებრივი წერილია, რომელიც 100-ჯერ მაქვს ნახსენები

ე.წ. უცნობი სიის შესახებ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ეს არ არის უცნობი სია, ის არის საჯარო ინფომრაცია და პროკურატურისთვის არის რიგითი რეკომენდაცია, სადაც კომიტეტი ითხოვს, კონრკეტული პირების შემთხვევაში მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება.

31 პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა სია პრესაში გამოქვეყნდა. მასში ყოფილი თანამდებობის პირები და შევარდნაძის მთავრობის წევრები მოხვდნენ. მათ შორის, არიან ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.

„ეს ჩვეულებირივი წერილია, რომელიც 100-ჯერ მაქვს ნახსენები,“ - აღნიშნავს ბესელია. უფრო ვრცელ კომენტარს კომიტეტის თავმჯდომარე მოგვიანებით გეგმავს.

ცნობისთვის, ამ პირთა საქმეების გადახედვას პარლამენტარების ნაწილი 2014 წელს ითხოვდა. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა ადამიანის უფლებათა დაცვის მაშინდელი კომიტეტი, მათ შორის ეკა ბესელიაც.

გაზეთ "ქორნიკა +"-ში სიასთან ერთად ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციაც გამოქვეყნდა, რომელიც იმდროინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს გადაეგზავნა. გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ინფორმაციით, ამ სიაში პირები მოხდნენ, პირადი ინტერსებით.

კომიტეტი ითხოვდა ამ 31 პიროვნების სისხლის სამართლის საქმეების ხელახალ გამოძიებას, ვინაიდან, წერილის ავტორთა თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში  გამოძიების პროცესი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics