14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 14:34:03, 399 ნახვა

რეგიონი
ანსამბლი „მოურავი“ ათენში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში „საგანძური“ მიიღებს მონაწილეობას

28-29-30 ივნისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "საგანძური"გაიმართება - ფესტივალზე მიწვეულია კასპის მუნიციპალიტეტის მამაკაცთა სიმღერის ანსამბლი "მოურავი". ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გამგზავრებამდე ანსამბლ "მოურავის" წევრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და ფესტივალზე წარმატებები უსურვეს.

"ანსამბლის ფესტივალში მონაწილეობას  მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ანსამბლი "მოურავი" 20 წელია, წარმატებით გამოდის მუნიციპალიტეტის, რეგიონის და საქართველოში გამართულ ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics