14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 17:05:48, 426 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნიგაზეულში გაეცნო.

"განახლებული ინფრასტრუქტურით გათვალისწინებულია სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის, ფერდსამაგრი კედლების, გარე განათების, ფანჩატურის მოწყობა და ბეტონის  საფარის დაგება. ამ ეტაპზე ფერდსამაგრი კედლის  მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს "ბილდინგ რიფიერსი" ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 281 000 ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics