13:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 16:34:26, 410 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთში გამართულ ფესტივალზე განხორციელდა

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია უნგრეთში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ.

"ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და  აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა.

უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics