|
2016-02-11 13:18:00, 542 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ტყიბულის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი კუპრაშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი. მათივე ცნობით, ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის, 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. „თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 6 - დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)