07:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:13:12, 575 ნახვა

სამართალი
ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებაზე: თუ კიდევ არსებობს "გაგრილებული თავები" ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად არ დაარეგისტრირა. სააგენტომ ბაია გაბადაძის განცხადება დააკმაყოფილა და უცნობის რეგისტრაციის ვადა 30 დღით გადაწია.

რეესტრის განმარტებით, თუკი ამ დროის განამვლობაში რომელიმე მხარე წარადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, წარმოება ისევ განახლდება.

ბაია გადაბაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და რეესტრის ეს გადაწყვეტილება წარმატების პირველ ნაბიჯად შეაფასა.

“საქმე, რომელიც მე შევიტანე სასამართლოში, პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მართალია სასამართლომ არ დამიკმაყოფილა, მაგრამ ეს დააკმაყოფილა რეესტრმა. მან შეაჩერა ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის პროცედურა. ამას ვაფასებ წარმატების პირველ ნაბიჯად და თუ კიდევ არსებობს "გაგრილებული თავები" ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, იმიტომ რომ, ყველა ბრძოლა მედიასთან არის დამარცხებული და თუ ამას ისინი დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მივიდოდა საქმე,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics