10:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:12:40, 551 ნახვა

სამართალი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინიტროს პროგრამის „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება" ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში, შს მინისტრის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები თბილისის 84–ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტუმრები უმცროსკლასელებთან ჩატარებულ გაკვეთილს დაესწრნენ, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორი უძღვებოდა.

თეორიული სწავლების შემდეგ მოსწავლეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობაც ჩატარდა. უმცროსკლასელებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბავშვებს საპატრულო პოლიციის მანქანა პირადად დაათვალიერებინა.

პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „საზოგადოების ჩართულობის და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALL-ს) ფარგლებში, INL–ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია PH International –თან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც მოზარდებში არამართლზომიერი ქმედების პრევენციას და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics