|
2024-02-13 13:24:59, 803 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა
European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს, 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად, ბათუმში მოგზაურობას ურჩევს. „უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები",- ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggi სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე. სამოგზაურო პლატფორმამ, 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა. European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN-ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. European Best Destinations-მა 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად" დაასახელა. აღნიშნულის შესახებ 2022 წელს სტატიები ისეთმა პოპულარულმა მედიაგამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France და Ouest France. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)